ნიკოლოზ სამხარაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ისევე მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, როგორც თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა მოუწიათ

გაუგებარია პარლამენტში შემოსვლა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ - საბოლოო ჯამში, მათ ისევე მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, როგორც თავდახრილებსა და დარცხვენილებს პარლამენტში შემოსვლა მოუწიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

სამხარაძის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარ ქცევებსა და პოლიტიკაში აცდენა აქვთ.

„თუკი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოუწერლად შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ შემოვიდნენ დეკემბერში და რა იყო მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მიზეზი?! საზოგადოებას უნდა უთხრან, რატომ არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ან აქამდე რატომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა