ჰუბერტ  ქნირში - საქართველო მსოფლიოს უფრო ძლიერი ქვეყანა იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება

საქართველო იქნება მსოფლიოს უფრო ძლიერი ქვეყანა, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა ძლიერად იქნება გამოხატული პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა.

„მე განვმარტე გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები. მათ შორის ჩვენი ჩართულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის მტკიცე ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბევრი კითხვა იყო ორმხრივ საკითხებთან დაკავშირებით, ძლიერ ურთიერთობებზე, რაც ჩვენს შორის ეკონომიკისა და სხვა სფეროებში არსებობს. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე გერმანიას ამ ქვეყანაში, რომელთანაც ასეთი ხანგრძლივი, ძლიერი, ღრმა ურთიერთობა გვაკავშირებს.

რაც შეეხება საშინაო საკითხებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველო იქნება მსოფლიოს უფრო ძლიერი ქვეყანა, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება და ეს მხარდაჭერა გამოხატული იქნება პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობით,“- განაცხადა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს