კახა კუჭავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კახა კუჭავამ ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.

„საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, მას სწამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შორის არსებობს მიმართულებები, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის გარშემოც არსებობს თანხმობა. მისი თქმით, მსგავსი საერთო პოზიციები უნდა გახდეს მათი თანამშრომლობის საფუძველი.

ელჩმა გერმანიაში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ, მოკლე დროში მოხერხდება გაცვლითი ვიზიტების გამართვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა”, - აღნიშნავენ პარლამენტში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა