გიგი წერეთელი - თუ გახარია არ იტყვის ივანიშვილის როლზე, კორუფციულ „ქეისებსა“ თუ სხვაზე, ლეგიტიმურად მყარდება აზრი, რომ ის შეიძლება შეთანხმებული სცენარი იყოს „ქართულ ოცნებასთან“

თუ ბატონ გახარიას სურს აქტიურად დამკვიდრდეს ოპოზიციურ ველზე, ის ძალიან სწრაფად უნდა გამოვიდეს პრემიერ - მინისტრის როლიდან, უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი პოზიციები რასთან, ან ვისთან არის ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, თუ გახარია არ ისაუბრებს არაფორმალურ მმართველობასა და კორუფციულ „ქეისებზე“, აბსოლუტურად ლეგიტიმურად მყარდება აზრი, რომ ის შესაძლოა, „შეთანხმებული სცენარი იყოს „ქართულ ოცნებასთან“

„თუ ის მკაფიოდ არ იტყვის ივანიშვილის როლზე, არაფორმალური მმართველობის ამ მიუღებელ ფორმაზე, თუ ის არ განმარტავს თავის პოზიციებს 20 ივნისთან დაკავშირებით, კორუფციულ „ქეისებსა“ თუ სხვაზე, აბსოლუტურად ლეგიტიმურად მყარდება აზრი, რომ ის შეიძლება შეთანხმებული სცენარი იყოს „ქართულ ოცნებასთან“ მომავალში რაღაც ხმების გაყოფის, თუ კოალიციის თვალსაზრისით“, - აღნიშნავს წერეთელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა