ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებში გიორგი გახარიამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო

არ მგონია, ადგილობრივ არჩევნებში გიორგი გახარიამ იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მასთან სადმე კოალიცია გახდეს საჭირო, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ კითხვას, რამდენად შესაძლებელია, სამომავლოდ “ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია კოალიციაში აღმოჩნდნენ.

სამხარაძე იმასაც ამბობს, რომ გახარია ეცდება, “ქართულ ოცნებას“ ხმები წაგლიჯოს და სწორედ “ქართული ოცნების“ ხმებზე “იმუშავებს”.

“ამიტომ მისთვის ტაქტიკურად “ქართული ოცნების“ ან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მომგებიანი არ იქნება. ეს არის ტაქტიკა, რასაც ის სავარაუდოდ გამოიყენებს, რადგან ახალი პარტიის წარმომადგენელია და საზოგადოების მხარდაჭერა მას აუცილებლად დასჭირდება. გიორგი გახარია “ქართული ოცნება- 2” ვერანაირად ვერ იქნება, რადგან ის “ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო და თუ მას “ქართულ ოცნებაში“ ყოფნა უნდოდა, ამას არავინ უშლიდა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, გიორგი გახარია ეცდება, "ქართულ ოცნებას" ხმები წაგლიჯოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა