თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და პარკის ატრაქციონებით ისარგებლეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საჩუქრად სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები გადასცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს