„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის რექტორი არ უნდა იყოს ნასამართლევი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში არეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლის რექტორი არ უნდა იყოს ნასამართლევი, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევა პირდაპირი წესით, ფარული კენჭისყრით მოხდეს და მას უნდა ირჩევნდნენ პროფესორ-მასწავლებლები. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, კანონპროექტის ინიცირება განათლების სამინისტროსთან ტექნიკური უნივერსიტეტის პროტესტის ნიშნად მოშიმშილე სტუდენტების მოთხოვნებმა განაპირობა.

„ახალგაზრდები შიმშილობდნენ განათლების სამინისტროს შესასვლელში. მარტივ რამეს ითხოვდნენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ანუ მათი რექტორი არ ყოფილიყო ნასამართლევი ადამიანი - ოთხჯერ ნასამართლევი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა. არ შეიძლება უმაღლესი სასწავლებლები იყოს საპენსიო ნავსაყუდელი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამას ყურადღება არ მიექცეს. მე მაშინ მათ ვთხოვე, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა. სანაცვვლოდ მათ გვთხოვეს, რომ პარლამენტში დაგვერეგისტრირებინა კანონპროექტი, რითაც მომავალში აიკრძალებოდა ნასამართლევი ადამიანის რექტორობა. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პირდაპირი არჩევნებით მოხდეს რექტორის არჩევა უნივერსიტეტში. ანუ პროფესორ-მასწავლებლები ირჩევდნენ რექტორს და პოლიტიკური ნიშნით არ ნიშნავდეს განათლების სამინისტრო, ცრუ სამეცნიერო საბჭო და ა.შ. აი ეს კანონპროექტი რეგისტრირდება დღეს. ახალგაზრდებისთვის ჩვენს მიცემულ პირობას ვასრულებთ. მინდა მათ მადლობა ვუთხრა, მათი ჯანმრთელობისთვის შიმშილი ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. არ უნდა იყოს ნასამართლევი ადამიანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, თან ოთხჯერ ნასამართლევია ეს პიროვნება “, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს