ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს საგარეო პრიორიტეტია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გერმანიის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

პარლამენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს მოუსმინა.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან დგას საქართველოს გვერდით.

„მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ორივე ორგანიზაციაში გერმანიის როლს და გერმანიის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიპლომატმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან გერმანიის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე და ამ გზაზე გერმანიის როლზე.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში. თქვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორობის აღიარება დიდი მოტივაციაა, იმისთვის რომ ჩვენი როლი შევასრულოთ ამ ურთიერთობებში. საქართველო არის გერმანიისგან აღიარებული და დაფასებული მნიშვნელოვანი პარტნიორი", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს