ალეკო ელისაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" იმდენად ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია, მათი მეგობარი კუბილიუსიც კი ეუბნება უხერხულია, რასაც აკეთებთო

"ნაციონალური მოძრაობა" იმდენად ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია, მათი მეგობარი კუბილიუსიც კი ეუბნება უხერხულია, რასაც აკეთებთო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის გადაწყვეტილებას შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" მეგობრებს დაუჯერებს.

"ნაციონალური მოძრაობა" იმდენად ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია, როცა ამბობს, რომ პარლამენტში შევალ და ხელს არ მოვაწერთო, მათი მეგობარი კუბილიუსიც კი ეუბნება უხერხულია, რასაც აკეთებთ და მაშინ, ბოიკოტი რატომ გქონდათ გამოცხადებული, ან პარლამენტში რატომ შედიხართო. საკუთარ, გულითად მეგობრებს მაინც უგდონ ყური. დილიდან-საღამომდე ხალხის სამსახურია და გვინდა, აქ მათთვის გავაკეთოთ საქმე, პარლამენტში ამისთვის ვართ მომართულები და თუ ვინმეს აქვს მსგავსი სურვილი და აქ შოუებისთვის არ შემოდის, კი ბატონო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა