ალეკო ელისაშვილი - გიორგი გახარიას უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ნეპოტიზმი, კორუფცია და ვინ არის ამაში ჩართული

როცა რაღაცას იტყვი და მერე ამბობ, „ნიჩურტი“ მაქვსო, სწორი არ არის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გიორგი გახარიას გუშინდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოესი მომავალი აჩვენებს, რამდენად მოახერხებს გიორგი გახარია ოპოზიციაში თავის დამკვიდრებას.

„ვისი პროექტია, რა პროექტია, ამას დრო და მისი ქმედებები გვაჩვენებს. გიორგი გახარია იყო პრემიერი, ბიზნესომბუდსმენი, შს მინისტრი, თქვა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო. გუშინ, როცა დააზუსტებინეს, კონკრეტულ რამეს ვერ ვამბობ, ზოგადად სისტემაზე ვსაუბრობო. ვფიქრობ, ამ პასუხით კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ვინაიდან, ეს თქვა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ნეპოტიზმი, კორუფცია და ვინ არის ამაში ჩართული,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო