“საქართველოს ბანკი” და MasterCard-ი ბიზნესს სიახლეებს სთავაზობს

“საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს.

როგორც “საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. სამი თვის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, cashback-ს სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

„ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით, მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და TSKAPP აპლიკაციებში დამატებით კი ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა: თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.

აღსანიშნავია, რომ ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული ბარათის აღება სრულიად უფასოა ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ განაცხადა, ციფრულ ბიზნესბარათს ბევრი უპირატესობა აქვს, ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან.

„ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მათთვის ახალი შეთავაზებების გაკეთებას. ცოტა ხნის წინ ჩვენ მომხმარებელს მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ციფრული ბიზნესბარათი შევთავაზეთ. ამჯერად კი ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოს Cashback- ით და გამოთავისუფლებული თანხა კვლავ საკუთარ ბიზნესს მოახმაროს. ციფრულ ბიზნესბარათს ბევრი უპირატესობა აქვს, ბარათი დაზღვეულია დაკარგვისგან, რადგან ის ტელეფონშია, ეს კი საგრძნობლად ზრდის მის დაცულობას. მისი მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ყველაზე საჭირო საგადახდო ოპერაციების შესრულებას, ონლაინ ანგარიშსწორებას. ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მის გასააქტიურებლად სულ რამდენიმე წამია საჭირო. 31 აგვისტოს ჩათვლით კი ბარათის დამზადება, ასევე ვადის ამოწურვამდე მისი გამოყენებაც, სრულიად უფასოდაა შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, რათა გაუმჯობესებული პროცესებით თუ სერვისებით, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს“, - განაცხადა გიორგი არველაძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს