ირაკლი ღარიბაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. ირაკლი ღარიბაშვილმა მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„მუსტაფა ქემალ ათათურქმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თურქეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მისი, როგორც პროგრესული ლიდერისა და თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს ფუძემდებლის სახელი უკვდავყოფილია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას“, - აღნიშნულია ჩანაწერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო