საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება

საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული პროექტის - საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის სამდივნო განთავსდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევად ევროკავშირმა ინტერესთა გამოხატვა 2021 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომელშიც საქართველოს კანდიდატურამ გაიმარჯვა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის (EaP RSO) პროექტი გულისხმობს, ერთიანი ანალიტიკური პლატფორმის/ცენტრის შექმნას, სადაც შეგროვდება სპეციალიზებული ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკის, პოლიტიკის და სტატისტიკური მონაცემების შესახებ თითოეული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა). აღნიშნული ობსერვატორიის ძირითად მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საუკეთესო საერთაშორისო/ევროპული გამოცდილების და ანალიზზე დაფუძნებული მიდგომით.

ევროკომისიაში ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა, რომლითაც მხარდაჭერილი იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EASST-ის (The Eastern Alliance for Safe and Sustainable Transport) კონსორციუმი. ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ასევე მონაწილებდნენ უკრაინა და მოლდოვა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, რაც გააუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული წარმოადგენს იმ სწორი პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგვარ აღიარებას, რაც ბოლო წლებში საქართველოში ეროვნულ დონეზე ხორციელდებოდა და უკვე ამ პლატფორმის მასპინძლობით, საქართველო ჩამოყალიბდება რეგიონში ანალიტიკურ ცენტრად უკვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებითაც“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო