თამარ გაბუნია - დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი კორონავირუსი ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის

დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი მეორე დოზით ვაქცინაციის საკითხი გადაიხედება.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაუდასტურდა კოვიდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. რაც შეეხება აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს აცრა, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც არის 12 -კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადაიდება. რაც შეეხება ვართ თუ არა კონტაქტები, ჩვენ პერიოდულად კონტაქტი, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა, ვმუშაობთ ნიღბით, რაც ჩვეული მუშაობის რეჟიმია ჩვენთვის და სტრატეგიული ჯგუფების ფორმატში ვაგრძელებთ ტესტირებას. ჯერჯერობით, სხვა თანამშრომელი ინფიცირებული არ გამოვლენილა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, ერთიანი განსაზღვრული პროტოკოლი არ არის.

„ჩვენ პირობებში მხოლოდ ერთი ვაქცინა კეთდება და შემდეგ ინფიცირება თუ არის შემდეგ ვაქცინას ჯერჯერობით, აღარ ვთავაზობთ ხოლმე. გადატანიდან 120 დღე არის სტანდარტული პროტოკოლით გათვალისწინებული. დღეს მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ გადატანილი დაავადება ვაქცინაციასთან ერთად არის საფუძველი მეტად მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. შესაძლებელია არც იყოს აუცილებელი მესამე, დამატებითი კიდევ ვაქცინაცია დაავადებიდან მოკლე პერიოდში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მყარი დასაბუთებული რეკომენდაციები არ არის გამოქვეყნებული. არის მხოლოდ მოსაზრებები“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს