ნათია მეზვრიშვილი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფრაგმენტულია და მეტწილად დაბალი რანგის მოხელეების მიმართ დევნის განხორციელებით შემოიფარგლება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფრაგმენტულია და მეტწილად დაბალი რანგის მოხელეების მიმართ დევნის განხორციელებით შემოიფარგლება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, კორუფციასთან დაკავშირებით გეგმების თაობაზე დეტალები პარტიის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.

თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფოს არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ გაცხადებულად მკაცრი მიდგომა და ერთიანი პოლიტიკა. კორუფციის გამოძიების ფუნქცია გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებაზე;

„არ არსებობს კორუფციის გამოძიების ქმედითი და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მექანიზმი;

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფრაგმენტულია და მეტწილად შემოიფარგლება დაბალი რანგის მოხელეების მიმართ დევნის განხორციელებით;

არაეფექტიანია დისციპლინური პასუხისმგებლობის შიდა მექანიზმები. სუსტია კოორდინაცია ამ მექანიზმებსა და საგამოძიებო უწყებებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციისთვის.

ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია არსებული გამოწვევების. აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას და საბოლოო ჯამში, ერთგვარად ახალისებს კიდეც კორუფციას.

ჩვენ ჯერ კიდევ 6 თვის წინ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის მიმართულებით - დავაინიცირეთ კანონპროექტი და უწყებათაშორისი საბჭო იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიტანეთ. ჯერ კიდევ მაშინ გვქონდა კონკრეტული გეგმა, რაც დღეს უკვე ასახულია ჩვენი პარტიის პროგრამაში და სულ მალე გამოხატულებას ჰპოვებს ჩვენი საპარლამენტო გუნდის მიერ დაინიცირებულ კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც, პირველ რიგში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად. ამ პროცესში აუცილებლად ვიმუშავებთ ექსპერტების და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით”, - წერს მეზვრიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა