სხვადასხვა სამუშაოს გამო 3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, გამრეკელის, თოფურიას და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელას მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრვ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრვ), კოსტავას, ბარნოვის, თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო