რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს

ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა.

„აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა და სხდომის თარიღზე დავავალეთ, რომ იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. არსებული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. ამ განწყობით მე იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს