კახა ოქრიაშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს, მის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა - „ოცნებაში“ ერთი წიოკია

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას -„საქართველოსთვის“ 10%-იანი რეიტინგი აქვს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ოქრიაშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში, როგორც ცალკე პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას მიესალმება.

„მოხარული ვარ, რომ გახარია შემოვიდა პოლიტიკაში, როგორც ცალკე პოლიტიკური ფიგურა და ცალკე პოლიტიკური პარტია უკვე 2 დღეა, მაქვს ინფორმაცია, რომ მის პარტიას 10%-იანი რეიტინგი აქვს, პიროვნული რეიტინგი უფრო მაღალი აქვს.

მუდმივად ვახორციელებ მონიტორინგს პოლიტიკურ სივრცეში რა ხდება, ვის რამდენი რეიტინგი აქვს, ბოლო კვლევა დასრულდა პრაქტიკულად გუშინ, მინდა განვაცხადო, რომ 10%-იანი რეიტინგი აქვს, ეს არის განაცხადი, რომ მის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ძალა. ეს ძალიან კარგია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენმა კოლეგებმა, განსაკუთრებით, „ოცნებაში“ არის ერთი წიოკი, რადგან ეს 10% პრაქტიკულად „ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ პოლიტიკური კონკურენცია იზრდება. პოლიტიკური კონკურენცია ყოველთვის შეზღუდული იყო საქართველოში, დღესაც შეზღუდულია, წინა ხელისუფლების პერიოდშიც იყო შეზღუდული, იქ არ არის განვითარება, ანუ ჩვენი პოლიტიკური სუბიუექტების განვითარება არ ხდება. განუვითარებელი და სუსტი პოლიტიკური სუბიექტები განვითარებულ და მაგარ ქვეყანას ვერ ააშენებენ, ასე რომ მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მომწონს, რომ მათ 10% აქვთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო