ნინო წილოსანი - გახარიას გუნდის წევრებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ, გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზეა, რაც გუნდი „ნაცმოძრაობის” და მელიას გამო, დატოვა - არ მგონია, ვინმეს ყურადღება მიიპყროს

კახა ოქრიაშვილის კვლევებს განსაკუთრებულად არ ვენდობოდი, რადგან მას რომ სწორი კვლევები ეწარმოებინა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდებოდა „ქართული ოცნების“ შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი გახარიას 10 - პროცენტიან რეიტინგთან დაკავშირებით.

როგორც წილოსანი ამბობს, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია მდორე და უინტერესო იყო.

„ზოგადად, მესმის რამდენად მომგებიანია, ოპოზიციის ეს განცხადება, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი ექნება და ეს რეიტინგი ძირითადად განპირობებული იქნება „ქართული ოცნების“ ხმების წაღებით. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია, რომელიც საკმაოდ მდორე და უინტერესო იყო. ალბათ, მოლოდინები გაცილებით დიდი იყო, დამეთანხმებით ალბათ“, - განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებებს კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც ნინო წილოსანი ამბობს, არ ჰგონია, რომ გახარიას შეეძლოს ასეთი ფაქტები დაასახელოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა ემოქმედა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო.

ასევე წილოსანი ამბობს, რომ „უცნაურია, რომელ ამომრჩეველზე გააკეთებს აქცენტს“.

„რადგან ალბათ, ყველა ვხვდებით პოლიტიკის კონიუნქტურას. უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ღირებული განცხადებები, იდეოლოგია, ასევე მისი გუნდის წევრები. თითოეული მათგანის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი ძალიან კარგი პიროვნებები შეიძლება იყვნენ, თუმცა პოლიტიკური გუნდისთვის მათ კონკრეტული წონა და ავტორიტეტი ალბათ, ნაკლებად გააჩნიათ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც პოლიტიკური პარტიის შეფასებას ვაკეთებ“, - აცხადებს წილოსანი.

წილოსანის თქმით, „ამ ადამიანებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ“.

„იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზე არის, მას შემდეგ რაც მან გუნდი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა მელიას გამო. არ მგონია, რომ განსაკუთრებულად, ჩვენი ამომრჩეველი საბოლოოდ, ყველანაირი ანალიზის გაკეთების შემდეგ, მისი ამომრჩეველი იყოს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ იმ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გარკვეულწილად მიიმხრობს. თუმცა, იმ პოლიტიკური პლატფორმით, რომელიც მან ამ ეტაპამდე დააანონსა, არ მგონია, რომ ვინმეს ყურადღება მიიპყროს“, - ამბობს წილოსანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს