კახა ოქრიაშვილი - სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ვერ ვხედავ

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვერც პრემიერ-მინისტრის და ვერც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ვერ ხედავს.

აღნიშნულის შესახებ ოქრიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გზა ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს.

ასევე მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, "შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს უმზადებს".

„სიურპრიზთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, უკავშირდება ბატონი სააკაშვილის ჩამოსვლის ფორმას, როგორ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ჩემთანაც ეს დაადასტურა, რომ მზად არის ჩამოვიდეს შემოდგომაზე. სიურპრიზთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, არაფერი ვიცი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ ბატონ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ის პოლიტიკოსია და გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკაზე დღესაც უკრაინიდან, მაგრამ მე ვთლი, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ამ თანამდებობებზე გზა უნდა გაეხსნათ. ეს სიურპრიზი არ არის, ასე ვამბობდი ყოველთვის. გიდასტურებთ, რომ ისიც ვერ ხედავს თავის თავს ამ თანამდებობებზე მომავალში საქართველოში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა