„ჯივიპი“ მანჯგალაძის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

2 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს და ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ახლით იცვლება 7 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 ივნისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილის და დადიანის გამზირის ნაწილს, ედისის, სვირის, ახალდაბის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, მანჯგალაძის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ასკურავას, ურიდიას, ღრმაღელეს, სვანეთის, გვაზაურის, ბენდელიანის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა