გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის (სამეგრელოს რეგიონი) განვითარების პროექტი განიხილეს, რომელიც 9000 ჰექტრამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს მოიცავს.

როგორც „ინტერპრესრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიებები ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

პროექტზე მუშაობა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განხორციელდება.

„მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში ხორციელდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს