ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი - რაზეც არ უნდა დაწყებულიყო კონფლიქტი, შემდეგ ბუზი გადააქციეს სპილოდ, ახლა მიმდინარეობს სპილოს ისევ ბუზად ქცევის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. კერძოდ სამ მოწმეს: ვახო სანაიას მეუღლეს, ოჯახის ძიძას და ნათესავს დაკითხავენ, რომლებიც მომხდარ დაპირისპირებას შეესწრნენ.

სასამართლო სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც. ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი სახელაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მოხდა კონფქლიტიც და ფიზიკური დაპირისპირებაც, თუმცა საუბარი არის იმაზე, იყო ეს როგორც პროფესიული დევნა ვახო სანაიას მიმართ, თუ იყო ორ ადამიანს შორის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი.

„დაცვის მხარეს ექნება კითხვები იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ კონფლიქტს. ამ კონფლიქტში ყოველი წუთი და წამი არის მნიშვნელოვანი, დავა არ არის იმაზე კონფლიქტი იყო თუ არ იყო, რა თქმა უნდა, იყო კონფლიქტიც და ფიზიკური დაპირისპირებაც, თუმცა საუბარი არის იმაზე, იყო ეს როგორც პროფესიული დევნა ვახო სანაიას მიმართ, თუ იყო ორ ადამიანს შორის წარმოშობილი კონფლიქტი, რომელზეც თავად სანაიამ განაცხადა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა სულ 10 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. რაზეც არ უნდა დაწყებულიყო კონფლიქტი, შემდეგ ბუზი გადააქციეს სპილოდ, მგონია, რომ ახლა ისევ მიმდინარეობს სპილოს ისევ ბუზად ქცევის პროცესი, რადგან ვუბრუნდებით საწყის ეტაპს და ჩნდება, რომ აქ არ მომხდარა ის, რაც წარმოაჩინეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, საელჩოებმა და ასე შემდეგ”, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო