ალუდა ღუდუშაური - როცა აშშ-ის ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა ეწვევა ჩვენს ქვეყანას, ეს გზავნილია ჩრდილოელი ოკუპანტისთვის, რომ აშშ-ი კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად

როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა ეწვევა ჩვენს ქვეყანას, ეს პირდაპირი გზავნილია ჩრდილოელი ოკუპანტის მისამართით, რომ აშშ-ი კვლავაც რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად, - ეს განცხადება „ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

ღუდუშაურის თქმით, საქართველოში კონგრესმენების ვიზიტი კიდევ ერთხელა ხაზს უსვამს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

„საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კონტაქტშია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ ნაბიჯით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება, რომ მკაფიოდ საქართველოს გზა არის ურყევი და ეს ევროატლანტიკურ სივრცეში და სტრუქტურებში საბოლოოდ ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანებაა - იმ დიდ ოჯახში დაბრუნება, რომელსაც ევროპული ოჯახი ჰქვია. გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც კავკასიაში ბოლო პერიოდში შეიცვალა, ეს ვიზიტი მკაფიო მხარდაჭერა და გამოხატულებაა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრებისას მსჯელობა იქნება ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე.

„მათთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდება „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ნაბიჯები. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება, როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ადგილზე თვითონ დაინახავენ იმ მდგომარეობას, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ - ეს არის დესტრუქცია და ქვეყნის განვითარებაზე არაორიენტირებული ნაბიჯები, ასევე იმ ინსტიტუციებზე შეტევა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა გააძლიეროს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად გაიფორმა მდგომარეობა, რომ ის არის ერთადერთი პირდაპირი დასაყრდენი რუსეთის ფედერაციისთვის", - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო