პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ მონაწილეებმა პრაქტიკის ფაზა მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში, პროექტის მენეჯერთა გადამზადების შემდგომი ეტაპი - პრაქტიკის ფაზა, პროექტის მონაწილეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროექტის მენეჯერთა პრაქტიკის ფაზა მოიცავდა მონაწილეების მიერ, ლოკალური აქტივობების განხორციელებას თავიანთ თემში. პროცესში მონაწილეებმა „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში, თერიული გადამზადების დროს მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენეს და აქტივობები უკვე დამოუკიდებლად, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს მხარდაჭერით განახორციელეს.

„აქტივობები მრავალფეროვანი თემატიკის იყო, განხორციელდა როგორც საგანმანათლებლო ტრეინინგები ახალგაზრდული მიმართულებით, ისე კულტურული თუ სპორტული აქტივობები, როგორებიცაა Street ART - ი, გარემოს დასუფთავება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ა.შ.“ -აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო