PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ როგორც სასამართლო ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. მათივე განმმარტებით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ევროპელ სტუმრებს მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. საქართველოს ისტორიაში, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საარჩევნო რეფორმას მხარს უჭერს პრაქტიკულად, ყველა რაციონალური პოლიტიკური სუბიექტი. შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა გავაანალიზოთ გატარებული რეფორმები, რათა კვლავაც დავგეგმოთ ახალი ნაბიჯები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა