ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც საბოლოოდ მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს

„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც საბოლოოდ მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ხელი არ მოაწეროს მიშელის დოკუმენტს.

მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დოკუმენტის აღსრულებაში წვლილს არ შეიტანს, ამით „მტრის წისქვილზე დაასხმს წყალს."

„სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიუღებელია ის ფორმა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ირჩევს. ეს არის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება. მაშინ, როცა ევროპული ინსტიტუტების ჩართულობით დოკუმენტი შევიმუშავეთ, რამაც საქართველოს შემდგომ გრძელვადიან განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, პარტიებმა წვლილი უნდა შეიტანონ ამ დოკუმენტის აღსრულებაში. თუ რომელიმე პარტია ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ნათელი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთებულა,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს