გიორგი ვაშაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგში „ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“ ჩაერთონ

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სპეცრაზმით და პოლიციელებით კი არ უნდა ესაუბროთ ამ ხალხს, არამედ უნდა მიხვიდეთ და კონკრეტული დიალოგის ფორმა უნდა იყოს შერჩეული, ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ ჰესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხალხთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მისივე თქმით, ის მზად არის, რომ ამ დიალოგში ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი მხარეებისგანაც იქნება.

„219-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არ შეიძლება ვინმე გულგრილი დატოვოს ამ პროტესტმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით სრულ პატივისცემას ვუდასტურებ პირადად ვარლამ გოლეთიანს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს.

პირველი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სპეცრაზმებით და პოლიციელებით კი არ უნდა ესაუბროთ ამ ხალხს, არამედ უნდა მიხვიდეთ და კონკრეტული დიალოგის ფორმა უნდა იყოს შერჩეული, ელაპარაკოთ ამ ადამიანებს, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ.

მეორე - მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია ენერგოდამოუკიდებლობა და უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როცა ვინმე აცხადებს, რომ თურმე ჰესები ამ ქვეყანაში არ გვჭირდება.

მესამე - მივიჩნევთ, რომ თავი და თავი ამ პრობლემის არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა და ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებში ხალხი არ არის ჩართული. არავინ არ გააკეთა ინფორმირებულობა რიონის ხეობის და ლეჩხუმის მოსახლეობის თუ რისთვის არის საჭირო და რა სარგებელი მოაქვს ან რა საფრთხეს უქმნის რეალურად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ჰესი.

აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, საკრებულომ, ხალხთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჰესთან დაკავშირებით, ან შეიძლება ჩატარდეს ადგილზე პლებისციტი. მაგრამ მანამდე საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რა სარგებელი მოაქვს ჰესებს, რას მიიღებენ კონკრეტულად რიონის ხეობის მცხოვრებლები ან რა საფრთხეებია. ეს უნდა ხდებოდეს პროფესიონალურად და არა ზედაპირულად. ადგილზე მოსახლეობის ჩართვის გარეშე, საქართველოში ვერც ერთი ჰესი ვერ აშენდება.

ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგში ნებისმიერი ფორმით და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუ ამის სურვილი იქნება მხარეების მხრიდან და ჩვენი წილი პასუხიმგებლობა ავიღოთ ამ უმძიმესი კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის