ანა ბუჩუკური - ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის

პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის. როგორც ბუჩუკური „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „ნაცები“ პარლამენტში შედიან, „ქოცები“ ოპოზიციურ ტელეარხებზე სიარულს იწყებენ, „ლელო“ ანტიკორუფციულზე მუშაობას აანონსებს“.

„ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის.

პარტიის დაფუძნებიდან პრაქტიკულად ორ დღეში რადიკალიზმის ხარისხი შეამცირეს როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე - ოპოზიციურმა ძალებმა და ცდილობენ, ჩვენ მიერ პრიორიტეტულად დასახელებულ პრობლემურ საკითხებზე კონცენტრირებას, უბრალოდ, ორივე იძულებული გახდა.

„ნაცები“ პარლამენტში შედიან, „ქოცები“ ოპოზიციურ ტელეარხებზე სიარულს იწყებენ, „ლელო“ ანტიკორუფციულზე მუშაობას აანონსებს. კარგი სტარტია“, - წერს ბუჩუკური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს