გიორგი ვაშაძე - არც უგულავას ეშველება, ჩემზეც იქნება  მერე საქმე, პეტრეზეც, პავლეზეც, ყველაზე იქნება საქმე

ჩვეულებრივი, სტანდარტული, პოლიტიკური ქმედებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ არ ვილაპარაკოთ: გაჭირვებაზე, შიმშილზე და პოლიტიკოსები სასამართლოებში ატარონ. არც უგულავას ეშველება, ჩემზეც იქნება მერე საქმე, პეტრეზეც იქნება, პავლეზეც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელი თავის დოკუმენტით ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ვერ გააკეთილშობილებს.

„შარლ მიშელი თავის დოკუმენტით ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ვერ გააკეთილშობილებს. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი დიდი მარცხი გააკეთილშობილებს. შესაბამისად, ამ დოკუმენტით შეგვიძლია, მოვითხოვოთ, რაც ამ დოკუმენტშია ჩასმული.

რაც შეეხება გამოძიებების გაგრძელებას, ჩვეულებრივი, სტანდარტული, პოლიტიკური ქმედებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ არ ვილაპარაკოთ: გაჭირვებაზე, შიმშილზე და პოლიტიკოსები სასამართლოებში ატარონ, რომ ეს ქვეყანაში მთავარი თემა იყოს. რაც მთავარია, „გაუსწორდეს“ პოლიტიკურ ოპონენტებს სასამართლოს მეშვეობით. არც უგულავას ეშველება, ჩემზეც იქნება მერე საქმე, პეტრეზეც იქნება, პავლეზეც, ყველაზე იქნება საქმე“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა