იაგო ხვიჩია - მე ვერ ვამჩნევ „ქოცებს“ გახარიას გამო ფორიაქს - რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი

მე ვერ ვამჩნევ „ქოცებს“ გახარიას გამო ფორიაქს - რა დროს მესამე ძალაა, ახლა გამოჩნდა ადამიანი, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია „პროგრესი და თავისუფლებას" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გახარიას ბევრი „ლაიქი“ ჰქონდა სოციალურ ქსელში, თუმცა, ეს მის რეიტინგს არ ასახავს.

„მისი რეიტინგის მტკიცებულება არის ის, რომ „ქოცები“ დადიან აფორიაქებულები? არ ვიცი, მე ვერ ვამჩნევ ასეთ ფორიაქს, შესაბამისად, მეტი მტკიცებულება მჭირდება. ჯერ რა დროს მესამე ძალაა, ახლახან გამოჩნდა ადამიანი. ბევრი „ლაიქი“ ჰქონდა, რეიტინგი ჯერ არ გაგვიზომია, ის კვლევა (IRI - ის კვლევა, სადაც გიორგი გახარია პერსონალური რეიტიინგით ლიდერობს) სხვაა, ინდივიდუალური რეიტინგია ის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რომ გახარიას პარტიას 10- პროცენტიანი რეიტინგი აქვს და ამის გამო, „ოცნებაში არის ერთი წიოკი".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა