კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი

იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შესვლის შემდეგ კონსტრუქციულად იმუშავებენ როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან.

„მოხარულები ვართ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა