გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს

პარლამენტის წევრებმა გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კრიტიკული შინაარსის კითხვები პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე დაუსვა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.

ვაშაძისთვის პასუხების გაცემა „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სცადა. მან კოლეგას „ჭიჭე ვაშაძით" მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, არის პოპულისტი, მცურავი გაცვლითი კურსის თაობაზე კი, არაფერი იცის.

გიორგი ვაშაძემ თავდაპირველად სხდომის წამყვანს პროცედურის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა და მიმართა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ეპასუხა და არა „პატივცემულ კლოუნს". მან ზარქუას ასევე ურჩია, „თხა და გიგო" მაინც წაეკითხა.

„კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი", - განაცხადა ზარქუამ ვაშაძის საპასუხოდ.

იხილეთ ვიდეო: ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა