კახა კუჭავა ლატვიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქვეყანებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

„ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციისა და საქართველოში თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა