სახალხო დამცველის მოადგილე - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ომბუდსმენის აპარატი რამდენიმე შემთხვევას შეისწავლის

სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ომბუდსმენის აპარატი ამ დროისთვის რამდენიმე შემთხვევას შეისწავლის.

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვის რამდენიმე შემთხვევას შეისწავლის. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ და გამიჭირდება რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება, თუმცა ყველა მიმართულებით ვცდილობთ იქ მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის ფაქტები დავინახოთ. ასევე იქ მცხოვრები და უკვე თავშესაფრიდან გასული ზრდასრულების მოძიებისა და მათთან გასაუბრების მიმართულებითაც ვმუშაობთ”,- განაცხადა სხილაძემ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა რამდენჯერმე არ მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა