ვახო სანაია - ამ საქმეზე ცალსახად უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი

ამ საქმეზე ცალსახად უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მასზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სანაიას განმარტებით, ამ დაპირისპირებაში პროფესიული მოტივის გარდა, სხვა მოტივი არ არსებობდა, თუმცა დაცვის მხარე საპირისპიროს ამტკიცებს, რაც შეუძლებელია ვინმემ გაიზიაროს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ჩემი მეუღლე თამარ ყურაშვილი, რძალი ნანა მურუსიძე და ბავშვის ძიძა ხათუნა სომხიშვილი. მათ ისაუბრეს ამ თავდასხმის დეტალებზე, ამომწურავი პასუხები იყო. ჩემი აზრით, ამ საქმეში შეკითხვები არ არსებობს, შესაბამისად აღწერეს ის რეალობა რაც იმ ღამეს ხდებოდა. გარდა პროფესიულისა, სხვა მოტივი ამ საქმეში არ არსებობს. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობდა ამ ჩხუბის დროს ჟურნალისტებო, ტელევიზიებო თქვე პროვოკატორებოო. ახლა ადვოკატებს უნდათ მოატრიალონ თითქოს მე მითხრა პროვოკატოროო და სრულიად უცხო ადამიანებს რაღაც პროვოკაცია მოვუწყვე. უნდათ მრავლობითი გადმოიყვანონ მხოლობითში, რაც განწირულია იმისთვის, რომ ვინმემ გაიზიაროს, იმდენად ნათელია ამ დანაშაულის მოტივი”, - აღნიშნა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელი სასამართლო პროცესზე ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სამი მოწმე: ვახო სანაიას მეუღლე, ოჯახის ძიძა და ნათესავს დაიკითხნენ, რომლებიც 25 თებერვალს მომხდარი დაპირისპირება გაიხსენეს. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა