ლევან არველაძე - მერიის მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება კარგი შესაძლებლობაა ბავშვთა ცენტრების მიერ საქმიანობის გაგრძელებისა და ფუნქციონირებისთვის

თბილისის საკრებულოს წევრი, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ­ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ სიახლეს გამოეხმაურა, რომელიც ბავშვთა გასართობი ცენტრების დახმარებას გულისხმობს.

მისი თქმით, მერიის მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება კარგი შესაძლებლობაა ბავშვთა ცენტრებისთვის, რომ საქმიანობა გააგრძელონ.

„მინდა გამოვეხმაურო დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ სიახლეს, რომელიც პანდემიის დროს დაზარელაბული ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს.

კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის მერია ბავშვთა გასართობი ცენტრების დასახმარებლად 5000 ლარიან დახმარებას გამოყოფს. ჯამში 70-მდე ობიექტს 350 000 ლარი გადაეცემა.

ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიამ ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მთავრობის მიერ გაწეული დახმარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია. მერიის მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება კარგი შესაძლებლობაა ბავშვთა ცენტრების მიერ საქმიანობის გაგრძელებისა და ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და პანდემიის პირობებში მათ განვითარებას ხელს უწყობს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა