მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძეს - თქვენ შეეხეთ ჩვენს საქმეს, მხოლოდ ამიტომ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან, დაფარეთ ინფორმაცია, თქვენმა სიჩუმემ 12-წლიან საქმეზე გაგვიშვა

თქვენ შეეხეთ ჩვენს საქმეს, მხოლოდ ამიტომ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან, დაფარეთ ინფორმაცია, რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებული დასკვნების საფუძველზე არანაირი ფულის „გათეთრება“ იქ არ ყოფილა, თქვენმა და თქვენი თანამშრომლების სიჩუმემ 12-წლიან საქმეზე გაგვიშვა, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

მისივე თქმით, კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პოლიტიკური დავალება შეასრულა და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდა.

„თქვენ თუ დააკვირდით ბატონო კობა, არც მე და არც ბატონ ბადრის შეგნებულად არ გვიხსნებია, ჩვენი საქმე სასამართლოში, ვინმეს არ ჩაეთვალა, რომ ჩვენ აქ თქვენ კითხვას გისვამთ იმიტომ, რომ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით ჩემსა და ბადრის წინაშე. შეგნებულად არ შევეხეთ ამ თემას და არც ვაპირებდით. რადგანაც ახსენეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მარტო ამის გამო, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პრეზიდენტი, რომ არ გამოხვედით და საჯაროდ არ თქვით - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე, თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტების მიხედვით, არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა. 2008, 2009 და 2021 წელი, ფულის გათეთრების დეპარტამენტის დასკვნა, ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცვამთ ჩვენი უფლებები, ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე თუნდაც, რომ გეთქვათ, არანაირი ფულის გათეთრება არ ყოფილა. ამას თქვენივე შემოწმება ადასტურებს, თქვენივე თანამშრომლები სასამართლოში მიყვანილები, ჩვენებებში ამბობდნენ რომ არ იყო „გათეთრება“.

თქვენ შეეხეთ ამ თემას, ჩვენ არ შევხებივართ, მხოლოდ ამიტომ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან. თქვენ დარღვიეთ ადამიანობის, თქვენი თანამშრომლის და დეპარტამენტის გატარებული სამუშაოს წესები. დაფარეთ ეს ინფორმაცია, რომ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმებული დასკვნების საფუძველზე არნაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა და 12- წლიან საქმეზე გაგვიშვით, თქვენმა და თქვენი თანამშრომლების სიჩუმემ. ახლა გამოდიხართ და ინფლაციაზე გვესაუბრებით, როგორ გიძლებთ ნამუსი, რომ გამოდიხართ და ტრანზაქციაზე საუბრობთ?! თქვენ ხართ პროკურატურის ნაწილი, „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის, გახარიას ნაწილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან განცხადების გაკეთების შემდეგ დარბაზი დატოვა და აღნიშნა, რომ კობა გვენეტაძის პასუხი მისთვის საინტერესო აღარ იქნებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო