ეკა გიგაური - პოლიტიკური და ელიტური კორუფცია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

პოლიტიკური და ელიტური კორუფცია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურმა ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთან" შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული. გიგაურის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ასეთი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, მათ წარდგენილი ჰქონდათ წინა ორი მოწვევის პარლამენტშიც, თუმცა, მაშინ ის არ იქნა დამტკიცებული. მისივე თქმით, ახლა ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში "ლელო" დაარეგისტრირებს.

„თუკი ჩვენ შევხედავთ სახელმწიფო შესყიდვებს და რა ხდება რეგიონებში, როგორ იგებენ კონკრეტული კომპანიები უკონკურენტოდ ტენდერებს და როგორ მდიდრდებიან, თუკი შევხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებით, რამდენი პრობლემა გვაქვს სასამართლო სისტემაში, ვნახავთ რომ პოლიტიკური და ელიტური კორუფცია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომლის უფროსის დანიშვნაში ჩაერთვება როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ამ გამოწვევებს გავცეთ პასუხი, სხვა შემთხვევაში უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე ვიქნებით ჩვენ. საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ იმაზე, რომ კორუფცია არის გამოწვევა, კორუფცია ნახსენები არის შარლ მიშელის დოკუმენტში, შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუკი, ეს კანონი იქნება გაზიარებული იმისთვის, რომ კონკრეტულ გამოწვევებს გავცეთ პასუხი,"- განაცხადა გიგაურმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა