ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე - ვუთხარი, კითხვა დასვი აზრიანი - არ ესმის

ვაშაძე კითხვას უსვამს გვენეტაძეს, რატომ არ შეუძლია პენსიონრებს, „ლიბერთიში“ რომ ერიცხებათ პენსია, სხვა ბანკში მოითხოვოს, ჯერ ვუჩურჩულე, რომ ხელშეკრულებით აქვს ამის უფლება, ვუთხარი - ძვირფასი დროა, კითხვა დასვი აზრიანი - არ ესმის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, ოპოზიციის ნაწილს მცდელობა ჰქონდა, რომ თავი პოპულისტური განცხადებებით გამოეჩინა.

„იყო ოპოზიცია, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, რომ რაღაც თავის პოპულისტური განცხადებებით გამოეჩინა თავი კომიტეტზე. მაგალითად, ბატონი ვაშაძე კითხვას უსვამს ეროვნულ ბანკს, რატომ არ შეუძლია პენსიონრებს, „ლიბერთიში“ რომ ერიცხება პენსია, სხვა ბანკში მოითხოვოს, ჯერ ვუჩურჩულე, რომ ხელშეკრულებით აქვს ამის უფლება, 3.5 პუნქტიც მივუთითე, ვუთხარი კითხვა დასვი აზრიანი, რაც მნიშვნელოვანია, ძვირფასი დროა, ვეუბნები, რომ ხელშეკრულებაში წერია - აქვს უფლება პენსიონერს, აქვს, არ ესმის. სესხის პროცენტზე ვმუშაობთ, „მოქალაქეები“ მუშაობს ოპოზიციიდან - ელისაშვილი და იოსელიანი, მასთან ერთად მეც. არა, არ ესმის,"- განაცხადა ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა