ირაკლი ზარქუა - საიდუმლოდ გეტყვით, დაიბარებენ ალბათ სენატორები "ნაცმოძრაობას" და დატუქსავენ, მერე გამოვა მელია და იტყვის, რომ ხელს აწერენ მიშელის დოკუმენტს

საიდუმლოდ გეტყვით, დაიბარებენ ალბათ სენატორები "ნაციონალურ მოძრაობას" და დატუქსავენ, მერე გამოვა მელია და იტყვის, რომ ხელს აწერენ მიშელის დოკუმენტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ალბათ, ჩამოვლენ რომ ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ ევროსტრუქტებში, ნატო-ში ინტეგრაციისკენ მისწრაფებებში, თუმცა, საიდუმლოდ გეტყვით, რომ დაიბარებენ ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და დატუქსავენ, მერე გამოვა მელია და იტყვის - დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ,"- განაცხადა ზარქუამ.

ის ასევე გამოეხმაურა აშშ- ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, არა მხოლოდ კელი დეგნანი, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველიც კი იმედგაცრუებულია.

“ქალბატონი დეგნანის მესმის და ალბათ, უნდა ვუთხრა, რომ არა მხოლოდ ის არის იმედგაცრუებული "ნაციონალური მოძრაობისგან", არამედ სრულიად საქართველო, მათ შორის, მათი ამომრჩეველი, თქვენ რომ ნახოთ, მათი „ფეისბუქი“ მიხვდებით, რაზეც არის საუბარი. როცა გამოდის "ნაციონალური მოძრაობა", არ აწერს ხელს და თან შემოდის აქ, ეს მეტყველებს მათ ამოცანაზე, რაც არის დესტრუქცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აგერ თქვენ და აგერ მე, მათ მოუწევთ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და როგორც შემოვლენ თავჩაქინდულები, ასე ისხდებიან,"- განაცხადა ზარქუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს