კობა გვენეტაძე - მაქსიმალური კეთდება, რათა არსებულ სიტუაციას გავუმკლავდეთ - ობიექტური მიზეზი არის პანდემია

კეთდება მაქსიმალური, რათა არსებულ სიტუაციას გავუმკლავდეთ - ობიექტური მიზეზი არის პანდემია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ იმ კრიტიკის პასუხად განუცხადა, რომელიც მისი მისამართით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ისმოდა.

"ობიექტური მიზეზი არის პანდემია. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების და ნებისმიერი იმ პროფილის ორგანიზაციის დასკვნები, ვისაც ეკონომიკაში ჭკუა მიეკითხება და პასუხს აქ ნახავთ! ორგანიზაციის პროფესიონალურ მოღვაწეობასა და პროფესიონალურ საქმეს ეს ორგანიზაციები აფასებენ და არა ის, ვინც ლანჩზე დადის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა