ირაკლი კოვზანაძე - ფასების სტაბილურობა, ფასების ზრდა, ინფლაცია, ლარის კურსი - ამ საკითხებს სისტემატურად ვაყენებთ, საჭიროა, დროული რეაქცია და პრევენცია

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარადგინა ბანკის პრეზიდენტმა, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

„ფასების სტაბილურობა, ფასების ზრდა, ინფლაცია, ლარის კურსი. ამ საკითხებს სისტემატურად ვაყენებთ, საჭიროა დროული რეაქცია და პრევენცია. განსაკუთრებით ლარის კურსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი დოლარიზაცია და როგორც კი ლარის დევალვაცია ხდება ეს არის პრაქტიკულად, დამატებითი გადასახადი იმ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც შეაქვს სესხი, დავალიანება აქვს და ა.შ. ფასები სწრაფად მატულობს. ეს კითხვები იყო დღეს დასმული, რომელზეც პასუხის გაცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწია. ყოველთვის არის კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენი წარმოდგენით, ბუნებრივია, გამომდინარე ეროვნული ბანკის მანდატიდან, ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მაგრამ ხაზგასმით ვთქვით, რომ ლართან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე, როდესაც არის საკითხი - ვინ არის პასუხისმგებელი, მთავრობა, ეროვნული ბანკი თუ სხვა, მიგვაჩნია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი მანდატი, როგორც ინფლაციასთან, ისე ლართან დაკავშირებით საკითხებზე. ბევრი ასეთი საკითხი იყო დღეს ოთხსაათიან განხილვაზე“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო