დიეგო კოლასი - პოსტკოვიდურ მსოფლიოში ეკონომიკის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხია - კარგი იდეაა, რომ პარლამენტში ამ სისტემის გასაუმჯობესებლად მუშაობა დაიწყო

ეს მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეგულაციის გაუმჯობესებაზე სამუშაოდ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც პარტია „ლელო“ პარლამენტში არეგისტრირებს.

„პოსტკოვიდურ მსოფლიოში ეკონომიკის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხია . არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დროა, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. ძალიან კარგი იდეაა, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო მუშაობა ამ სისტემის გასაუმჯობესებლად. ვფიქრობ, საქართველოში ევროკავშირის დღის წესრიგი, საფრანგეთის დღის წესრიგი არის ძლიერი ინსტიტუტები ძლიერი დემოკრატიისთვის და ეს ამ დღის წესრიგის ნაწილია“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისათვის, კანონპროექტი ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს