ამირან გამყრელიძე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია

მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია - დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება და ამ დროისთვის, 149 191 აცრაა ჩატარებული.

„მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მითუმეტეს, რომ მოგეხსენებათ პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია, საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე, სხვადასხვა მოშორებული ქვეყნიდან. აუცილებელია, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული. მოგეხსენებათ, რომ დილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 149 191 აცრა. მათ შორის ორჯერადად აცრილი, ანუ სრულად აცრილი გვყავს 33 718 ადამიანი და სულ მცირე ერთი აცრა გაკეთებული აქვს 115 473 ადამიანს. აცრების ინტენსივობა ქვეყანაში თანდათან იზრდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა