გია ვოლსკი - საკმაოდ კრიტიკულ მომენტში, როცა „ნაცმოძრაობის" მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება მიდიოდა, გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა

საკმაოდ კრიტიკულ მომენტში, როცა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სახელმწიფოს ჩამოშლის დაანონსება მიდიოდა, გიორგი გახარიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც კორუფციასთან დაკავშირებით გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფერი, რაზეც გახარია საუბრობს, მიმართულია იმისკენ, რომ გადაფაროს ის გარემოება, თუ რა პირობებში მიიღო მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება.

„ამ თემიდან საზოგადოების წაყვანა შეიძლება კორუფციაზე საუბრით, მაგრამ მთავარი თემა გიორგი გახარიას მიმართ რჩება ის, რომ როცა „ნაცმოძრაობას" სწორედაც რომ აწყობდა იმის დაანონსება, რომ თურმე, სახელმწიფო აღარ არსებობს და გინდ სამაჯური ესროლე და გინდ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულე, ამ პირობებში გახარიამ გადადგა არასწორი ნაბიჯი. ახლა გახარია რას ილაპარაკებს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ჩამოიცილოს ის ნაწილი, რაზეც გესაუბრეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა