ნიკოლოზ სამხარაძე - სენატორებისგან ველოდებით მხარდაჭერას, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს გაფართოების კონტექსტში

ვაპირებ, სენატორებთან შეხვედრაზე დავაყენო საკითხი უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერისა ნატოსა და აშშ - ის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო-ს გაცხადებული ღია კარის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებში უნდა გადაითარგმნოს.

"ჩვენ სენატორებისგან, პირველ რიგში, ველოდებით მხარდაჭერას, რადგან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნატო-ს გაფართოების კონტექსტში. ვისაუბრებთ ასევე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, იმ განვითარებაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერიდან. თუმცა, მე ვაპირებ მათთან შეხვედრაზე დავაყენო აგრეთვე საკითხი უფრო მეტი და ქმედითი მხარდაჭერისა ნატოს მხრიდან, აშშ- ის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამაში ვგულისხმობ ნატოს უფრო მეტ ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოებაში და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამაში აგრეთვე ვგულისხმობ იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გაცხადებულია, საბოლოო ჯამში უნდა გადაითარგმნოს ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებში, რათა საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატოს", - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს