მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს - „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი" აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს - „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი" აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 - წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 - წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელ სკოლაშიც არის მოქმედი დირექტორი კონკურსის გამოცხადების მომენტში.

,,კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს: ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი); ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს; გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს. კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა".

საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com. რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 30 მაისიდან - 30 აგვისტოს ჩათვლით; დამატებითი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე www.tpdc.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო