თამარ კორძაია - აბსურდამდე დავიდა „ქართული ოცნების" ლოგიკა, ახლა იმასაც კი ამტკიცებენ, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ შეკრული, ამის იქით მათი აზროვნება არ მიდის

ნამდვილად ვისურვებდი ადამიანის უფლებათა კომიტეტში ყოფნას, მაგრამ ვფიქრობ, უფრაქციო პარლამენტის წევრი უნდა ვიყო , - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეს მეტ თავისუფლებას მისცემს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე უნდა გავაკეთოთ, ეს მეტ თავისუფლებას მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყველა იმ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, რაზეც ყოველთვის საუბრობდა „რესპუბლიკური პარტია“, სეკულარიზმზე, თვითმმართველობის რეფორმაზე, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ლგბტ თემის უფლებებზე, ასევე, შშმ პირთა უფლებების დაცვაზე და მათი სტანდარტის აწევაზე“,-განაცხადა კორძაიამ.

მან ამნისტიის კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით „ქართული ოცნება“ ზღვარზე გადის.

„ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, „კლანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც თითქოს არ ემორჩილებიან ხელისუფლებას და სინამდვილეში, გარიგებაში არიან, ისევე როგორც ზოგიერთი სასულიერო პირი, თავის შედეგს გამოიღებს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ნამდვილად მიიღებს საკადრის პასუხს, დარწმუნებული ვარ, ის ამ ბრძოლაში დამარცხდება. თვითნებობა ამ ქვეყანაში არავის გასვლია“, - განაცხადა კორძაიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება აგონიაშია და უკვე კონტროლი დაკარგეს.

„ახლა კობახიძის ერთადერთი ფუნქცია არის აგრესია შეინარჩუნოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, რადგან ჰგონია, ამით საკუთარ ამომრჩეველს კვებავს. ისეთ აბსურდამდე დავიდა მათი ლოგიკა, ახლა იმასაც კი ამტკიცებენ , რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ შეკრული. ამის იქით მათი აზროვნება არ მიდის“,-განაცხადა კორძაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა