საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 17 კომპანია სარგებლობს

საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N619 დადგენილებით, განსაზღვრულია პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების პირობები.

(საქმიანობის სფეროებად განსაზღვრულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა და გემთმფლობელის ან/და გემის ფლობასთან დაკავშირებული საქმიანობა).

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სულ ამ დროისთვის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს 17 კომპანია, მათგან IT სფეროში 14, ხოლო საზღვაო სფეროში- 3.

აღნიშნული კომპანიებია: შპს „Integration Point Georgia“; შპს „მრკტ.კომ“; შპს „ჯორჯიან სერვის გრუპი-2007“; შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“; შპს „არკას ჯორჯია“; შპს „სმარტ ჰაბ“; შპს „იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენს“; უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC”; შპს „TERO MARITIME AGENCY“; შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია); შპს "ვებიზ ინტერნეიშენელი"; შპს „სინგულარ ჯგუფი“; შპს „სპრაიბ ინთერნეშენალი“; შპს "ოპტიმე"; შპს "ომედია დეველოპმენტი"; შპს "კრიპტექს აი ქიუ"; შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“.

„საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, მითითებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი